საყვედურები საზოგადოების თანდასწრებით
დაიმახსოვრეთ ოქროს წესი: არასოდეს, არანაირ სიტუაციაში არ გაარკვიოთ თქვენი ურთიერთობა საზოგადოების წინაშე. ასეთმა ქცევამ შეიძლება არა მხოლოდ თქვენი მეორე ნახევარი გააღიზიანოს, არამედ თქვენ გარშემო მყოფი ადამიანებიც. თქვენში რაც უნდა ძლიერი ქარიშხალი იყოს და გსურდეთ, რომ ყველაფერი მაშინვე გაარკვიოთ, არ დანებდეთ ამ გრძნობას. ურთიერთობები გარეშე პირებისგან თავისუფლებმა გაარკვიეთ.
ფინანსური ასპექტი
ნებისმიერ ურთიერთობაში არა მხოლოდ უნდა მიიღოთ, არამედ უნდა გასცეთ კიდევაც. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იძუნწოთ, მით უმეტეს, თუკი საუბარი ფინანსებს ეხება. ერთობლივი ცხოვრების შემთხვევაში შეეცადეთ არა მხოლოდ იუფროსოთ, არამედ ფინანსებიც გადაანაწილოთ. არ ღირს ასეთი რამის თქმა: “შაბათს წავიდეთ კაფეში, მაგრამ შენ იხდი, რადგან ბოლო წასვლაზე მე გადავიხადე”.
ეჭვიანობა
ბევრი ადამიანი თვლის, რომ ეჭვიანობა – ეს არის დიდი სიყვარულის პირველი ნიშანი. საზოგადოების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ეჭვიანობის გამოვლენისას, თქვენ საკუთარი პარტნიორისადმი უპატივცემულობასა და უნდობლობას ავლენთ. შექსპირი წერდა – „ეჭვიანობა, ეს არის ურჩხული, რომელსაც შეუძლია თვითონ ჩასახვა და დაბადება“. საქმე კი იმაშია, რომ ეჭვიანობისგან იტანჯება არა მხოლოდ აქტორი, არამედ მისი მეორე ნახევარიც. ეჭვიანობას შეგიძლიათ ებრძოლოთ – უბრალოდ, შეეცადეთ იყოთ ერთმანეთისადმი ღია და ენდოთ ერთმანეთს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუკი ერთად ცხოვრებას გადაწყვეტთ. ამასთან, რა თქმა უნდა, გაითვალისწინეთ, რომ არ გააჩინოთ ეჭვიანობის მიზეზი.
ტყუილი
ტყუილს ნებისმიერი ურთიერთობის დანგრევა შეუძლია. ის ყველაზე მჭიდრო კავშირებსაც კი ფუნდამენტს ურყევს და ანადგურებს. ისეთი პერსონაჟები, როგორიცაა ექიმი ჰაუსი, თვლის, რომ აბსოლუტურად ყველა იტყუება. ეს მართალია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ ის თქვენი მეორენახევრის წინააღმდეგ. როგორი რთულიც უნდა იყოს მოსმენა, მაინც ყოველთვის თქვით სიმართლ. მწარე სიმართლის მოსმენა ტკბილი ტყუილებით თავის გაბრუებაზე ბევრად უკეთესია. ასევე ღირს ისწავლოთ, რომ თქვენდამი მომართული კრიტიკა ადეკვატურად მიიღოთ.
არათავდაჯერებულობა
რაც უფრო დაბლა იქნება თქვენი თვითშეფასება, მით უფრო დაუცველად იგრძნობს თავს თქვენ გვერდით მყოფი თქვენი რჩეული. არ დაუშვათ, რომ თქვენმა კომპლექსებმა თქვენს მეორენახევარს ეჭვი აღუძრას და შემდეგნაირი კითხვები გაუჩინოს: სწორია ჩემი არჩევანი? ან: რა შეიძლება მისცეს ადამიანმა, თუკი მას საკუთარ თავის არ სჯერა. ზუსტად ასევე გაექეცით იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ თავდაჯერებულები თქვენს ხარჯზე გახდნენ, რათა თქვენ საკუთარი თავი არარაობად არ იგრძნოთ.
შედარება
შეეცადეთ, რაც შეიძლება იშვიათად გაიხსენოთ თქვენი ძველი ურთიერთობები. თქვენი პარტნიორი თქვენს გვერდით იმყოფება და თქვენ მარტივად შეიძლება დაკარგოთ ის, თუკი დაიწყებთ შედარებებს.
პარტნიორის ღალატის ნებისმიერი მცდელობა
არ დაივიწყოთ ის, რომ იდეალური ადაიანები არ არსებობენ. არასოდეს აურიოთ ადამიანური ჩვევები და ადამიანის ხასიათები. არსებობს ბევრი რამ, რისი შეცვლაც ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია. ყოველთვის შეეცადეთ, განასხვავოთ ისეთი ჩვევა, როგორიცაა წინდების მიყრა-მოყრა, ხასიათისგან, მაგ., დაბნეულობა, როდესაც თქვენი მეორე ნახევარი მეხუთე ქოლგას კარგავს.
მობილური ტელეფონი
ალბათ, ვერავინ შეამჩნია, თუ როგორ გადაიქცა ტელეფონი დამხმარიდან, ურთიერთობების დამანგრევლად. იმის ნაცვლად, რომ ისიამოვნოთ ერთად ყოფნით, ადამიანები ხშირად ურთიერთობენ ტელეფონით. მოფერების ნაცვლად, წერენ SMS შეტყობინებებს. სწპრედ ვირტუალური ურთიერთობაა ის, რაც რეალურ ცხოვრებაში ერთმანეთისგან აშორებს ორ ადამიანს და მათ, უბრალოდ, სოციალურ ქსელში ნაცნობებად აყალიბებს.
შპიონაჟი
დაიმახსოვრეთ! ურთიერთობებსა და სიყვარულს მხოლოდ ნდობით თუ შექმნით. დაიწყეთ თქვენი მეორენახევრისადმი ნდობა. ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარი პირადი სივრცე და თქვენ პატივი უნდა სცეთ მას. ნებართვის გარეშე არ შეეხოთ პარტნიორის მობილურ ტელეფონს, არ ჩაუძვრეთ ჯიბეში ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ასეთი ქცევები მტკივნეულ ჭრილობას მიაყენებს თქვენს მეორენახევარს და სერიოზულად გაიფუჭებთ ურთიერთობას.
მუდმივად ერთად
გაუგებარია, თუ რატომ თვლის ზოგიერთი ადამიანი, რომ იდეალური წყვილი ისაა, რომელიც ყველაფერს ერთად აკეთებს. დაფიქრდით: დიდხანს შენარჩუნდება ასეთ ურთიერთობები? როგორც ფიზიოლოგიური, ასევე ფიზიკური, ნებისმიერ ადამიანს ესაჭიროება მარტოობა. არ შეაწუხოთ ადამიანი თქვენი მასთან 24-საათიანი ყოფნით. დამტკიცებულია, რომ რაც უფრო ნაკლები დრო ეთმობა ურთიერთობას, მით უფრო ძვირადღირებულია თვით ეს დრო.
არ მოატყუოთ საკუთარი თავი
ხშირად ურთიერთობები არა მხოლოდ პარტნიორის ტყუილის გამო, არამედ საკუთარი თავისადმი ტყუილის გამოც ინგრევა. სანამ თქვენ არ შეგიძლიათ უპასუხოთ ასეთ კითხვებს – სინამდვილეში ეს ის ადამიანია, რომელთანაც მე მინდა შევხვდე სიბერეს? ან შემიძლია მე მთლიანად გადავეშვა ამ ურთიერთობაში? – თქვენ ვერ შეძლებთ მიაღწიოთ ჰარმონიულ ურთიერთობას.
ყველაფერს ესაჭიროება სწორი დრო და სწორი ადგილი
ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი ჯობია საჭირო ადგილას და საჭირო დროს განიხილოთ. არ აიშალოთ ნერვები, მაგალითად, ისეთ საკითხზე, როგორიცაა რემონტი, რთული სამუშაო დღის შემდეგ. თუკი ადამიანი გპასუხობთ მოკლედ, ან ადამიანი უბრალოდ თავს გიქნევთ – ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისთვის მნიშვნელოვანი არაა. შეიძლება ადამიანი უბრალოდ დაიღალა და არანაირი ძალა აღარ აქვს ფიზიკურად. გადადეთ სერიოზული საუბრები შესაფერისი მომენტისთვის.
მდუმარება
დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი აზრები მხოლოდ თქვენთან რჩება და არავის შეუძლია მათი წაკითხვა. თუკი თქვენ რაღაც გაწუხებთ, თქვით. ასე თქვენ ისწავლით ემოციების გამოხატვას, როგორიც არ უნდა იყოს ეს ემოცია – ნეგატიური თუ დადებითი. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ემოციების გამოხატვა – ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის საწყისია.
არ გადააქციოთ ჭიანჭველა სპილოდ
სრულფასოვანი ადამიანები არ არსებობენ. არასოდეს დაივიწყოთ ამის შესახებ. თუკი კაცმა დაივიწყა ნაგვის გატანა, ან ქალმა გაუთოებისას დაწვა პერანგი, არ მიაქციოთ ამას ყურადღება. ეს წვრილმანები არაფერს ნიშნავს. ეს ყოველივე არ ღირს თქვენს ყურადღებად და ემოციად. არ გაყინოთ კონფლიქტი ერთ ადგილას. ამის ნაცვლად, გადით სკვერებში, გაისეირნეთ და იცინეთ დამწვარ პერანგზე.
სიყვარული, როგორც საჭიროება
ბევრი თვლის, რომ უყვართ არა რაღაცისთვის, არამედ უბრალოდ უყვართ, მაგრამ აქ არის სხვა რაღაც. სიყვარული არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მივიღოთ როგორც საჭიროება. ეს ხომ საჩუქარია, ბედისწერის მიერ ბოძებული. ასე რომ, იყავით მადლიერი და დააფასეთ.
მეტისმეტი სიწყნარე
ყურადღება მიაქციეთ ასეთ ტენდენციას: როდესაც ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა და ის ბედნიერია, ის უსათუოდ იწყებს ზედმეტი წონის მომატებას. არავინ არ დავობს, რომ ჰარმონია საჭიროა ურთიერთობებისთვის, მაგრამ არ უნდა შევწყვიტოთ საკუთარი თავისადმი თვალთვალი. ნუთუ თქვენ არ გინდებათ, რომ თქვენი მეორენახევარი აღფრთოვანებული იყოს თქვენით? შეიძლება პრობლემის გადაწყვეტა, მაგალითად სპორტდარბაზში აბონემენტის ორისთივს ყიდვით.
გაცნობა ოჯახთან
უბრალოდ მშვენიერია, თუკი თქვენი მეორენახევარი იცნობს თქვენს მშობლებს. კიდევ უფრო მშვენიერია, თუკი მათ ახლო და თბილი ურთიერთბა აქვთ. მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ ხდება. დედამთილი ვერ იტანს რძალს, რძალი კი – დედამთილს, მაგრამ არ დაუშვათ, რომ ეს გახდეს თქვენ შორის კამათის მიზეზი. არ დაუშვათ, რომ თქვენიანები უპატივცემულოდ ექცეოდნენ თქვენს არჩევანს და ასევე არ შეეცადოთ შეარიგოთ მტრები ოჯახური ვახშმებით. დამიჯერეთ, ამას კარგი ფინალი, ნამდვილად არ ექნება.
დაუსრულებელი კონფლიქტი
არ არსებობს ისეთი წყვილი, რომლებსაც არ აქვთ უთანხმოებები. ადრე თუ გვიან ასეთები ხდება და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს აბსოლუტურად ნორმალურია. კამათი – ეს ხომ ურთიერთობების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თუკი ურთიერთობა თქვენთვის ძვირფასია, არ გადაკვეთოთ ხაზი, არ დაეშვათ შეურაცხყოფამდე. არასოდეს არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერი კონფლიქტის გადაწყვეტაა შესაძლებელი.
პატიება
შეცდომა შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა დაუშვას. არც თქვენ ხართ გამონაკლისი. ისწავლეთ პატიება. შეეცადეთ, რომ არ დაიგროვოთ წყენები თქვენში. ეს დაგეხმარებათ თქვენ არა მხოლოდ შეინარჩუნოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან, არამედ გაექცეთ სტრესსაც.
მიზნები
ყველა ადამიანმა უნდა უპასუხოს კითხვას: რა იქნება შემდეგ? ამისათვის საჭიროა, იყოთ დარწმუნებული იმაში, რომ თქვენი გეგმები ემთხვევა. შესაძლებელია, ერთი მზად არ არის ქორწილისთვის, როდესაც მეორე უკვე ფიქრობს შვილებზე. არ შეგეშინდეთ, ილაპარაკოთ მსგავს თემებზე და ასევე გირჩევთ, რომ არ გეშინოდეთ ურთიერთობის გაწყვეტის, მაშინ, როდესაც თქვენი გეგმები არ ემთხვევა თქვენი პარტნიორის სამომავლო ხედვას.