მიგრანტი მამუდუ გასამა, რომელმაც პარიზში ერთი თვის წინ ბავშვი გადაარჩინა, კონტრაქტით სახანძრო სამსახურში აიყვანეს. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება.
ინციდენტი მაისის ბოლოს მოხდა. 4 წლის ბავშვი აივნის პარაპეტზე იყო ჩამოკიდებული და ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, ჩამოვარდნილიყო. გასამა წამებში აძვრა მეხუთე სართულზე და ბიჭუნა გადაარჩინა. მომხდარი ერთ-ერთმა თვითმხილველმა გადაიღო და შემდეგ სოციალურ ქსელებში განათავსა. ეს ვიდეო მილიონობით ადამიანმა იხილა.
ამ გმირობის შესახებ ისტორიამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, ახალგაზრდა მიგრანტი მალიდან საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიღო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაეხმარებიან გასამას, საფრანგეთის მოქალაქეობის მიღებაში.
მედიის ინფორმაციით, გასიმამ სახანძრო სამსახურთან კონტრაქტს 28 ივნისს მოაწერა ხელი. მუშაობას ის სექტემბერში დაიწყებს, მანამდე კი გარკვეულ ფიზიკურ მომზადებას გაივლის.
სხვა სიახლეები