სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ქართული კერძების დასახელებები მთლიანად რუსულ ენაზეა წარმოდგენილი. “დღეს, მომაჩეჩეს ეს მენიუ მშრალ ხიდთან … როგორც ხედავთ, ტექსტი მთლიანად რუსულადაა დაწერილი. არცერთი ქართული სიტყვა. საერთოდ, გააქრეს ქართული ენა. მიზეზი რომ ვიკითხე, ტურისტებისთვის ვმუშაობთო, მიპასუხეს. მაინტერესებს, ვინ არეგულირებს იმას, სრულდება თუ არა სახელმწიფო ენის კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომელი სამსახური? ან ქალაქის მუნიციპალიტეტი თუ ინტერესდება, რა სავალალო მდგომარეობაა, ამ მხრივ, ტურისტულ უბნებში?”, – წერს პოსტის ავტორი სოცქსელში.