“მთვარის, ანუ მაქციების დიეტა”, რომლითაც მადონა და დემი მური ფორმას ინარჩუნებენ

ჰოლივუდში დღითიდღე პოპულარული ხდება ახალი, მთვარის, იგივე მაქციების დიეტა. წონაში დაკლების ახალი მეთოდი საკუთარ თავზე გამოსცადეს მსოფლიოს ვარსკვლავებმა მადონამ და დემი მურმა.
50 წლის პოპ-დედოფალი მადონა და ჰოლივუდის ვარსკვლავი დემი მური, ასაკის მიუხედავად, ახალგაზრდულად და მომხიბვლელად გამოიყურებიან. მოხდენილი სხეული ხომ სილამაზის ერთ-ერთი მთავარი პირობაა?! ალბათ, ეჭვი არავის ეპარება, რომ ამ ქალბატონებს გახდომის უამრავი მეთოდი აქვთ ნაცადი, თუმცა ბოლოს ამ ახალ, მთვარის, იგივე მაქციების დიეტაზე შეჩერდნენ.
ზოგიერთი მონაცემით, “მთვარის დიეტის” მეშვეობით დღეში 3 კგ-ის დაკლება არის შესაძლებელი.
დიეტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ უნდა იკვებოთ მთვარის კალენდრის მიხედვით. ცნობილია, რომ სწორედ მთვარე განსაზღვრავს წყლისა და მიწის მოქმედებას. ახალი დიეტის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ მთვარე განსაზღვრავს ადამიანის ორგანიზმში წყლის მოქმედებას.
მაშ ასე, სავსემთვარეობიდან მოყოლებული და შემდეგი 24 საათის განმავლობაში უნდა სვათ მხოლოდ წყალი და წვენები, განსაკუთრებით, შარდმდენები. ამ დროს ორგანიზმი წიდებისგან აქტიურად თავისუფლდება. შემდეგ მთვარის კლებადობის მიხედვით აუცილებელია კვირაში ერთხელ კვლავ წყლისა და წვენების განტვირთვა მოაწყოთ.
ახალმთვარეობას კი უნდა გადახვიდეთ დღეში 4-5-ჯერად კვებაზე, მცირე ულუფებით. ამ დროს შეგიძლიათ მიირთვათ ბოსტნეულის წვნიანები, შესაძლებელია – თევზისა და ქათმის ბულიონებიც. ახალმთვარეობის ფაზა 1,5 დღე გრძელდება, მაგრამ თუ ძალა და ენერგია გეყოთ, შეგიძლიათ რამდენიმე დღე კვლავ გააგრძელოთ წვნიანებზე ყოფნა.
“მაქციების დიეტას” მოწინააღმდეგენიც ჰყავს და ისინი ამტკიცებენ, რომ მთვარის გავლენა ადამიანის ორგანიზმში წყლის მოქმედებაზე დამტკიცებული არ არის. მათივე აზრით, ამ დიეტის ეფექტი ხანმოკლეა და წონა მალევე ბრუნდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები