NASA-მ მთვარეზე წყლის არსებობა ოფიციალურად დაადასტურა. მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, რამდენად გამოდგება ეს აღმოჩენა მთავარ რესურსად. თუმცა, მათივე თქმით, ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რომელიც მთვარეზე ახალი კვლევების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.
BBC-ის ცნობით, კვლევა ტელესკოპ Sofia-ს საშუალებით მიმდინარეობდა. ტელესკოპის საშუალებით მთვარეზე აღმოაჩინეს წყლის მოლეკულები.
ცნობისათვის, მეცნიერები მთვარეზე წყლის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ 2009 წელს საუბრობდნენ, თუმცა, მაშინ დაზუსტებით თქმა არ შეეძლოთ.
სხვა სიახლეები