“მთელი თანხა ჩარიცხა, 2 წუთში” – თეონა ცხომელიძე მეუფე მელქისედეკის აქამდე უცნობ ისტორიაზე

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსზე მეუფე მელქისედეკზე ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში აქამდე უცნობ ისტორიას იხსენებს, რომელიც სასულიერო პირის მიერ გამოჩენილ ქველმოქმედების აქტს უკავშირდება:

“2 წლის წინ პოსტი დავწერე, უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახზე. მაშინვე მომწერა და მთელი თანხა ჩარიცხა, 2 წუთში…
მაშინ არ გამისაჯაროვებია, თვითონაც უჩუმრად დაეხმარა და გაქრა, მაგრამ უნდა იცოდეთ…
სულ ვაფასებდი და ამ კრიტიკულ მომენტშიც არ გამიცრუა იმედი.

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი”, – წერს ცხომელიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები