“მთაწმინდას გველის წელში დაბადებული ლადო კახაძე მოიგებს”

“მთაწმინდას გველის წელში დაბადებული ლადო კახაძე მოიგებს”, – წინასწარმეტყველებს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.
მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატები – შალვა შავგულიძე და ლადო კახაძე ერთ დღეს – 28 ოქტომბერს არიან დაბადებულები, თუმცა, ასტროლოგის განმარტებით, გამარჯვების უფრო მეტი შანსი გველის წელიწადში დაბადებულ ლადო კახაძეს აქვს. “ორივე მორიელის ნიშნით არის დაბადებული, მაგრამ წლებში ჩვენ უკვე ვხედავთ განსხვავებას. შავგულიძე მამლის წელიწადშია დაბადებული(1957), ლადო კახაძე(1953) კი გველის წელიწადში. შესაბამისად, ის დიპლომატია, წინდახედულობა და მათ შორის პოლიტიკური გამოცდილება აძლევს ლადო კახაძეს შესაძლებლობებს იმისთვის, რომ უფრო სწორედ და კარგად წარმართოს ურთიერთობები. მამლის წელიწადში დაბადებულისთვის, ზოგადად, ცუდი წელი არ არის.
მაგრამ თუ ჩვენ ამ ორ კანდიდატს ვადარებთ, მაინც ლადო კახაძეს უფრო მეტი შანსები აქვს, რადგან სავსემთვარეობას გველის წელში დაბადებული ადამიანები უფრო მშვიდად გადიან”, – აღნიშნა ცაგარელმა. შეგახსენებთ, 19 მაისს საქართველოში შუალედური არჩევნები გაიმართება.

წყარო:

კომენტარები

სხვა სიახლეები