9 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე, „მთავარი არხი“ მაუწყებლობას იწყებს. ჟურნალისტები უკვე გავიდნენ გადაღებებზე. სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო სამყურაშვილი ფოტოს ავრცელებს წარწერით – ,,დღეიდან უკვე გადაღებაზე, ორშაბათიდან ეთერში”.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია “რუსთავი 2” საინფორმაციო გამოშვება “კურიერის” თითქმის სრულმა შემდაგენლობამ მას შემდეგ დატოვა, რაც ახალმა მფლობელმა და დირექტორმა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე და მასთან ერთად ,,რუსთავი 2″-ის რამდენიმე ცნობილი ტელეწამყვანი სამსახურიდან გაუშვა. ჟურნალისტებმა წასვლის მიზეზად დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკისთვის შექმნილი საფრთხე დაასახელეს.