“მთავარია, გვიყვარდეს ერთმანეთი და გვახსოვდეს, რომ ჩვენ ერთად არაფრის გვეშინია”

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ზურა მჭედლიშვილი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებით საკუთარ Facebook–გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“ერთ დღეს გავიღვიძეთ სხვა რეალობაში…..

დისნეილენდში აღარ ხდება ჯადოქრობა…..
პარიზში შეყვარებულები აღარ დადიან…..
ნიუ იორკმაც დაიძინა….
არცერთი გზა აღარ მიდის რომში……
არც მადრიდი გეგებება ფიესტებით…..
კოცნა და ჩახუტება კანონით ისჯება და ჯარიმა არის დაწესებული ხელჩაკიდებულ სიარულზე…….
უნიღბო ხალხის უფრო გვეშინია, ვიდრე – ნიღბიანის……

დიახ, არის დაავადებულები, დიახ! არის გარდაცვლილები, დიახ! მათ შორის ბავშვებიც……

მაგარმ არის იმედი, რწმენა იმისა, რომ ჩვენ მალე სხვა რეალობაში კვლავ გავიღვიძებთ…. სადაც იქნება ცისფერი ცა და სუფთა ქუჩები. სადაც უფრო მეტად გვეყვარება ხალხი, ვიქნებით კეთილები, მორწმუნეები, გავიცნობთ ჩვენს მეზობლებს რომლებიც თურმე კარგად მღერიან, დავაფასებთ საჭირო პროფესიებს, პროდუქტს შევიძენთ იმდენს რამდენიც გვესაჭიროება, ფუფუნების საგნების არ ქონა აღარ იქნება ტრაგედია, დავაფასებთ ხელოვნებას, გაუფრთხილდებით დროს, ვიზრუნებთ მოხუცებზე და მეტად გავიგებთ სხვების გასაჭირს.

მთავარია გვიყვარდეს ერთმანეთი და გვახსოვდეს, რომ ჩვენ ერთად არაფერის გვეშინია……”, – წერს მჭედლიშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები