მზისგან დასაცავად მხოლოდ პლაჟის ქოლგა საკმარისი არ არის

ადამიანები მზისგან დასაცავად პლაჟზე ხშირად მზის ქოლგებს იყენებენ, თუმცა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მხოლოდ ქოლგები მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დასაცავად საკმარისი არ არის. აუცილებელია ქოლგის და მზისგან დამცავი კრემის ერთად გამოყენება. ამის შესახებ გამოცემა JAMA Dermatology იუწყება.
„მხოლოდ ქოლგის ჩრდილი დამწვრობისგან კანის დასაცავად საკმარისი არ არის. ასევე მხოლოდ დამცავი კრემიც არ არის საკმარისი. აუცილებელია ორივეს გამოყენება,“ აცხადებს კომპანია Johnson & Johnson-ის ექსპერტი ჰაო უ-იანგი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მზეზე დიდი ხნის განმავლობაში ყოფნა კანის კიბოს ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. ულტრაიისფერი გამოსხივება დნმ-ს ანადგურებს ან კანის უჯრედებში კონცეროგენებს ქმნის.

კომენტარები

სხვა სიახლეები