ხელოვნურ რუჯს, ბუნებრივთან შედარებით, სულ მცირე, სამი უპირატესობა აქვს: არ შეიცავს დამწვრობის რისკს, ჰიპერპიგმენტაცია და დაბერების პროცესის დაჩქარება არ გემუქრებათ. გარდა ამისა, ერთი პატარა ქილა ეფექტიანობით ზღვაზე გატარებულ ერთ კვირას უტოლდება.
ნებისმიერი ავტორუჯის აქტიური კომპონენტი – დიჰიდროქსიაცეტონის (DHA) შემადგენელი საშუალებები მზის მავნე სხივების ზემოქმედებისგან არ გიცავთ, რადგან მელანინის გამოყოფის პროცესის აქტივაცია ამ შემთხვევაში არ ხდება. DHA უბრალოდ კანის ზედა ფენის შემადგენელ ცილებთან რეაქციაში შედის, უფრო შორს კი არ იჟღინთება. ავტორუჯი, რომელიც DHA-ზეა დამზადებული, რეკომენდებულია ყველასთვის, ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო სხეულზე მზის სხივების მოხვედრა აკრძალული აქვს. ავტორუჯი – თანაბარი რუჯის მიღების ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა. მთავარია, კარგი ხარისხის ავტორუჯი შეარჩიოთ, რათა პრობლემები თავიდან აიცილოთ.
როგორ გამოვიყენოთ ავტორუჯი სწორად?
თავდაპირველად, უნდა გაწმინდოთ კანი: გამოიყენეთ სკრაბი ან პილინგი იმისთვის, რომ კანის ზედაპირი გაასწოროთ. არ არის სასურველი, გამოიყენოთ ზეთის ან ზღვის მარილის გრანულების შემადგენელი სკრაბი, რადგან ნაწილაკები შესაძლოა, ავტორუჯის კომპონენტებთან რეაქციაში შევიდეს, შედეგად კი რუჯი არ იქნება თანაბარი და შესაძლოა, ზოლებად დაჯდეს. ასევე არ შეიძლება ავტორუჯის გამოყენება შხაპის შემდეგ – ის გაფართოებულ ფორებში დარჩება და მუქ წერტილებად გამოჩნდება.
პირველად ავტორუჯისთვის უკეთესია ტრადიციული ტექსტურა გამოიყენოთ: ავტორუჯი კრემის, ჰელი-კრემის, ან მუსის სახით. სპრეი და ხელსახოცები ხშირად არათანაბარ ზედაპირს ტოვებენ და თქვენ იმედგაცრუებულნი იქნებით შედეგით.
ავტორუჯის წასმა როგორც ზევიდან ქვევით, ისევე ქვევიდან ზევით შეიძლება. განსაკუთრებული ყურადღება ტერფებს, იდაყვებს და მუხლებს მიაქციეთ – ამ ადილებში კანი უფრო უხეშია, ამიტომ ავტორუჯი უფრო საგულდაგულოდ უნდა წაისვათ. ავტორუჯის სახეზე წასმისას უნდა გახსოვდეთ ყელის და ყურების მიდამოები. ეს ზონები არ უნდა დარჩეს თეთრად.
ავტორუჯის წასმის შემდეგ არ არის სასურველი დასაძინებლად დაწოლა, ღია ფერის ან ვიწრო ტანსაცმლის ჩაცმა – კრემმა შესაძლოა, დაგისვაროთ საყვარელი შარვალი ან მაისური. ავტორუჯის გამოყენების შემდეგ სწრაფად უნდა დაიბანოთ ხელები, ყურადღება ფრჩხილებს და თითებს შორის სივრცეს მიაქციეთ.
ავტორუჯის გამოყენება 2-3 დღეში ერთხელ შეგიძლიათ. ფერის გამოვლინება კი – 3-5 საათის განმავლობაში ხდება.
ავტორუჯი – საუკეთესო საშუალებაა დღესასწაულების შემდეგ სამსახურში კანის შეუდარებელი ფერით დაბრუნდეთ.