მესამე მსოფლიო ომზე უამრავი წინასწარმეტყველება არსებობს, თუმცა, ამჯერად, მკითხველის ყურადღებას რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე შევაჩერებთ.
ათონელი ბერის წინასწარმეტყველება მესამე მსოფლიო ომის შესახებ:
თურქეთს დაიკავებს რუსეთი, თურქეთი კი გაქრება რუკიდან იმიტომ, რომ მათი ერთი მესამედი გაქრისტიანდება. 1/3 დაიღუპება და 1/3 გაემართება მესოპოტამიისაკენ. შუა აღმოსავლეთი ომის სცენად იქცევა, რომელშიც რუსები მიიღებენ მონაწილეობას. ბევრი სისხლი დაიღვრება, ჩინელებიც კი გადმოლახავენ მდინარე ევფრატს, ეყოლებათ რა 200-მილიონიანი არმია და იერუსალიმამდე მივლენ. ამ მოვლენების მოახლოების ნიშანი იქნება ომარის მეჩეთის დანგრევა, რადგან მისი დანგრევა ნიშნავს სოლომონის ტაძრის აღდგენის დასაწყისს, რომელიც ზუსტად იმ ადგილზე იყო აშენებული.
კონსტანტინოპოლში დიდი ომი მოხდება რუსებსა და ევროპელებს შორის და ბევრი სისხლი დაიღვრება. საბერძნეთი არ ითამაშებს პირველხარისხოვან როლს ამ ომში, მაგრამ მას კონსტანტინოპოლს მისცემენ იმიტომ კი არა, რომ საბერძნეთს ეთაყვანებიან რუსები, არამედ იმიტომ, რომ არ მოიძებნება უკეთესი გამოსავალი და მოელაპარაკებიან ბერძნებს, მათზე დიდი ზეწოლა იქნება გარემოებათა მხრიდან. ბერძნული არმია ვერ მოასწრებს იქ მისვლას, რომ კონსტანტინოპოლი მას გადაეცემა. ებრაელებს ევროპელების მხარდაჭერა ექნებათ და იმდენად გაამაყდებიან, რომ შეეცდებიან ევროპის მართვას. მაშინ 1/3 ებრაელი გაქრისტიანდება.
როდესაც გაიგებთ, რომ ევფრატის წყლებს თურქები კეტავენ ხელოვნური წინაღობით (დამბა) და სარწყავად იყენებენ, იცოდეთ, რომ უკვე იწყება მზადება მესამე მსოფლიო ომისათვის და მზადდება გზა ორასმილიონიანი ჯარისათვის. ევფრატი უნდა დაშრეს, რათა უამრავმა ჯარმა შეძლოს გავლა…
წყარო: პრაიმთაიმი