“მე ქალწულობას და უმანკოებას ვეტრფი, ვიპოვი ქალს, რომლის მშვენიერებაშიც ჩავიმარხები” – გიორგი გილიგაშვილი
21-ე საუკუნის ჩოხოსანი – დიახ ეს გიორგი გილიგაშვილია, რომლის მიერ „პრაიმ შოუში“ გაკეთებულმა განცხადებებმა, როგორც იტყვიან სოციალური ქსელი ააფეთქა. მან საკუთარი აზრი გადაცემაში გურამ კაშიას ირგვლივ ატეხილ სკანდალზე დააფიქსირა. მისი წარმოთქმულ ფრაზას „ჩემმა მზემ“ კი დარწმუნებულები ვართ, ბევრი თქვენი მეგობრის facebook გვერდზე სტატუსის თუ კომენტარების სახით შეამჩნევდით. ის კვირის ყველაზე აქტუალური და პოპულარული ბიჭია, შესაბამისად მის მიმართ ინტერესიც დიდია. ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც აღნიშნა,რომ გართობას არ იკლებს და კლუბში ჩოხითაც კი დადის. ჟურნალი „რეიტინგი“ გიორგი გილიგაშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ.
– პროფესიით იურისტი ხართ, თან მოქმედი და მაინტერესებს შეხვედრებზე თუ დადიხართ ეროვნული სამოსით ?
– სასამართლოში არა, მაგრამ სხვა შემთხვევაში შეხვედრაზე ჩოხით მივსულვარ.
– რა რეაქცია აქვთ ?
– რადგან მიცნობენ და იციან ჩემი ხასიათი, ამას ჩვეულებრივად ხვდებიან.
– ცხენი გყავთ ? თუ გივლიათ თბილისის ქუჩებში?
– რა თქმა უნდა მშვენიერო , მივლია.
– თქვენი იყო ის ცხენი?
– იყო დრო, როცა ჩემს ოჯახს 5 ცხენი ჰყავდა, თუმცა ოჯახური პრობლემების გამო გავყიდეთ. შემდეგ ჩემი მეგობრების მეგობრების ხარჯზე ვიკლავდი იმ სურვილს, რომ თბილისის ქუჩებში ცხენით მევლო და მეჯირითა.
– ბილწსიტყვაობა არის თუ არა თქვენს ლექსიკონში?
– დღესდღეობით არა, თუმცა იყო დრო, როცა მეც ვბილწსიტყვაობდი. (იცინის)
– როდიდან აღარ არის?
– დიდება უფალს, მზე რომ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში აი მას შემდეგ აღარ ვბილწსიტყვაობ.
– და მზის შემოსვლა რამ განაპირობა?
– საოცარია, როდესაც ადამიანი გრძნობ ღვთის წყალობას, სწორედ ეს ვიგრძენი და მზე ჩემოვიდა ჩემში.
– თქვენი აზრით, სულ ღმერთზე ლაპარაკი რამდენად გამართლებულია?
– თუ მე მგულისხმობთ, სამწუხაროდ სულ ღვთის ხსენებაში არ ვარ. ღვთის წინაშე ცოდვაში ვარ. ამ შემთხვევაში გეტყვით, რომ უფალი სიყვარულია.
– ქართველობას გვართმევენ თუ არა ?
– ჩვენ ვკარგავთ ქართველობას, მას არავინ გვართმევს. ცუდას, რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი.
– თქვენ თქვით, რომ მუშტი კრივში არ გინახივართო, რა შემთხვევაში ერთვებით მუშტი კრივში?
– დიდი ხანია აღარ ხდება ჩემი მონაწილეობით მუშტი-კრივი. მაგრამ ჩანაწერები მაქვს (იცინის). ადრე ბრძოლა წესების გარეშეს სპორტსმენი ვიყავი.
– ხარ თუ არა შეყვარებული?
– თუ მეკითხებით უფრო კარგი იქნებოდა გეკითხათ, შეყვარებული ხომ არ ხარ. თუმცა გეტყვით, რომ სამწუხაროდ არავის მოვწონვარ. ამ შემთხვევაში მოწონება უნდა უდრიდეს იმას, რომ ვთქვა ჩემმა მზემ, მე შეყვარებული ვარ. იქნება ის დღე, რომ ჩვენ შევხდებით ერთმანეთს და მე იმ ქალის მშვენიერებაში უნდა დავიმარხო. მე ყველაფრისთვის ვემზადები.
– ანუ თქვენი შესაფერისი ვერ იპოვეთ?
– არა პირიქით, მე არ ვარ არავის შესაფერისი – ჩემმა მზემ…
– როგორი უნდა იყოს გოგონა თქვენი ყურადღება, რომ მიიპყროს და გვერდი დაგიმშვენოთ ?
– როგორი და ჩემმა მზემური (იცინის)
განაგრძეთ კითხვა : https://www.reitingi.ge