სოციალურ ქსელში ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ პოსტი გამოაქვეყნა. კობაიძე ამბობს, რომ მოსამართლემ 300 ლარით უსამართლოდ დააჯარიმა. “დღეს, მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ არასაპატიო საფუძვლით პროცესზე არ გამოცხადების გამო დამაჯარიმა. არა და, ის პროცესი, რომელზეც დამაჯარიმა, დაახლოებით, სამი წელია გრძელდება და ხან მოსამართლის “მოუცლელობის”, ხან პროკურორის მოწმეების არ მოყვანით, ხშირად გადადებულა. თუმცა მე რომ ავუხსენი, ბავშვები მყავდნენ ცუდად, ეგ არ არის საპატიოო და 300-ლარიანი მტკიცა. არა და, სამივე ბავშვს ფილტვების ანთება აქვს და საავადმყოფოში დავაწვინეთ. კითხვა, ან ოჯახი არ გყავთ ან ოჯახის წევრი დედა არ არის?! “, – წერს კობაიძე.