სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში მოსკოვში ქართველი მომღერლების შემადგენლობით დაგეგმილი კონცერტის შესახებ წერს:
“არ გეგონოთ პათეტიკური და ქულების დამწერი პოსტი. უბრალოდ უკვე მეათედ გადაამოწმეს და მინდა დავწერო.
რაღაც კონცერტი ტარდება მოსკოვში, სადაც სხვა ქართველი მომღერლები გამოდიან და მათ შორის მეც მივიღე შემოთავაზება. იგივე კონცერტიდან სამი სხვადასხვა ადამიანი დამიკავშირდა , სხვადასხვა ბიუჯეტით , რაზეც გასაგები მიზეზების გამო უარი მიიღეს! მას შემდეგ უკვე მერამდენედ უკავშირდებიან ჩემს კოლეგებს და ჩემს სახელს უხსენებენ მოსკოვში წამსვლელთა სიაში! არასდროს არ თქვა არასდროს, მაგრამ მოსკოვში ნამდვილად არ მივდივარ სამღერად! ეგ კი არა და, ჩემმა მეგობრბმა იციან, სოლო კონცერტს ხან სად მთავაზობენ და ძალიან სერიოზული ხალხი და ხან სად(რუსეთში) აქამდე არ მიმარიაჟია ამით, რომ უარს ვამბობ გამუდმებით. მაგრამ ეხლა გამოსავალი არ დამიტოვეს. ძვირფასო “კოლეგებო” , მე მაგ კონცერტში არ ვიქნები, არავითარ შემთხვევაში. წარმატებებს გისურვებთ”.! – წერს მომღერალი.
Next Post
სხვა სიახლეები