“მე ,,კერი“ ვარ, დიდი უბედურების თვითმხილველი….. მათზე დარდი არ მასვენებს

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის სოციალურ გვერდზე ემოციური პოსტი გამოქვეყნდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დატრიალებულ ტრაგედიას უკავშირდება:

„მე ,,კერი“ ვარ, დიდი უბედურების თვითმხილველი.
მე ვარ მომსწრე იმისა, როგორ მიჰყავდა ადიდებული ვერეს ნაკადს ჩემი მეგობრები.
მესმოდა მათი განწირული ხმა და ვერ ვშველოდი.
მე კი სასწაულებრივად გადავრჩი.
დაცარიელდა ჩვენი ზონა.
ზოგს პატრონმა მოაკითხა და წაიყვანა.
ზოგიც…
მე კი ისევ აქ ვარ. აღარც იმედი მაქვს, რომ ოდესმე მოვა.
მომსვლელი აქამდე მოვიდოდა…
ადრე ჩემს უბედურებას ვდარდობდი. ახლა სულ სხვა ფიქრი მაქვს.
მათზე დარდი არ მასვენებს…“ , – ნათქვამია პოსტში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თბილისში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე ვერე თავშესაფარში შევარდა, რასაც რამდენიმე ძაღლი ემსხვერპლა.

კომენტარები

სხვა სიახლეები