„მე კარგად ვიცნობ საკუთარი ერის ამბიციებს – მთელი დარჩენილი სიცოცხლე “ვეფხისტყაოსნის” აჩრდილთან ერთად მოგიწევს ცხოვრება”

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე შოთა რუსთაველის ბრიტანელ ორეულს, რომელიც ბოლო დღეებში საქართველოში პოპულარული გახდა, ფეისბუქის პირადი გვერდიდან მიმართავს:

“ძვირფასო Richard Biedul

როგორ ხარ?

მესმის.

განგებამ ისურვა და მთელი დარჩენილი სიცოცხლე, გინდა თუ არ გინდა ეს, “ვეფხისტყაოსნის” აჩრდილთან ერთად მოგიწევს ცხოვრება.

მე, კარგად ვიცნობ საკუთარი
ერის ამბიციებს და მისწრაფებებს.
ამიტომ ვფიქრობ, შორს არაა ის დღე, როდესაც ვარძიაში, შესაბამისად ჩაცმულს, ათასობით ადამიანის გარემოცვაში, პერფორმანსზე მოგიწევს გამოსვლა.

მოგიწევს.

დამიჯერე, დრო აღარ დაკარგო რიჩარდ!

ამით დაიწყე –

“იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,
მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი,
მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,
თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი”, – წერს ხაჩიძე

კომენტარები

სხვა სიახლეები