“მე ვთქვი დიახ!“ – გიგანტური ბრილიანტის ბეჭედი და საჯარო სიყვარულის ახსნა: კრიშტიანუ რონალდუმ ჯორჯინა როდრიგესს ხელი სთხოვა

ფეხბურთის სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდო და მისი მრავალწლიანი პარტნიორი ჯორჯინა როდრიგესი ოფიციალურად დაინიშნენ. ეს სასიხარულო ამბავი 2025 წლის 11 აგვისტოს თავად წყვილმა გაავრცელა, როდესაც ჯორჯინამ Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტო ემოციური წარწერით: “მე ვთქვი დიახ თანახმა ვარ ამ და ყველა მომდევნო ცხოვრებაში,“
პოსტმა მალევე მოიცვა სოციალური ქსელები და მთელი მსოფლიოს მედია. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ბეჭედმა, რომელიც, როგორც სპეციალისტები ამბობენ, უზარმაზარი ბრილიანტითაა მორთული და ღირებულება 2-დან 5 მილიონ დოლარამდე მერყეობს. ბრილიანტის წონა სავარაუდოდ 30-37 კარატია, რაც ამ ბეჭედს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის.
რონალდო და როდრიგესი უკვე წლებია ერთად არიან და ოთხ შვილს ზრდიან. მათი სიყვარულის ისტორია 2016 წელს დაიწყო, როდესაც ჯორჯინა მადრიდში, მაღაზიაში მუშაობისას გაიცნო ფეხბურთელი. მას შემდეგ წყვილი ერთმანეთს გვერდში უდგას როგორც კარიერულ, ისე პირად ცხოვრებაში.
ფანების თქმით, ეს ნიშნობა მხოლოდ ფორმალობაა, რადგან რონალდო და ჯორჯინა დიდი ხანია “საოჯახო წყვილად” ითვლებიან. თუმცა, ახლა მათი ურთიერთობა ოფიციალური ახალი სტატუსით გაგრძელდება — მომავალი ქორწინების მოლოდინში.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები