საქართველოს პარლამენიტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე და მისი მეუღლე, ქეთევან ბუბუტეიშვილი კოვიდ – 19 – ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ.
ამის შესახებ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს:
“მე და ჩემმა მეუღლემ, ქეთიმ დღეს გავიკეთეთ covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა.
მისასალმებელია, რომ “სინოფარმის” ვაქცინით ჩვენთან ერთად, ბევრი მოქალაქე აიცრა.
მადლობას ვუხდი ინფექციური პათოლოგიების ცენტრს და მის სამედიცინო პერსონალს, ექიმებს და ექთნებს, ვინც თვეების განმავლობაში კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზეა. მათ გასაგებად აგვიხსნეს აცრებთან დაკავშირებული აუცილებელი ინფორმაცია და წესები.
ვაქცინაციით შეგვიძლია დავასრულოთ პანდემია!”- წერს პოლიტიკოსი.
Prev Post
სხვა სიახლეები