სოციალურ ქსელში, თბილისის ერთ-ერთ სამარშრუტო ტაქსიში მომხდარი კურიოზი გავრცელდა:
„მარშრუტკაში“… სამარშრუტო ტაქსიში ვსხედვართ. მძღოლმა გააჩერა. ჩამსვლელმა შუახნის მამაკაცმა უკანა რიგში ქალბატონს გასძახა:
– ქ-ნო ნანული, თქვენი ფული გადახდილია.
– მომიკვდეს თავი, რატომ შეწუხდით, სამწუხაროდ, ვერ გიცანით.
– მე და თქვენ შარშან ხომ ერთად ვიწექით, როგორ დაგავიწყდათ, გივი ვარ.
ნანული წამოხტა ფეხზე და სანამ ხმას ამოიღებდა, მამაკაცი ჩავიდა.
ატყდა „მარშუტკაში“ ჩოჩქოლი და ხითხითი.
ნანული ფერდაკარგული იდგა.
რამდენიმე ხანში გამოერკვა და
– უი, გამახსენდა, შარშან რეანიმაციაში ვიწექით, მე რომ ფიბრომა ამომაჭრეს. მგზავრობის მთელი გზა ნანული არ დამჯდარა და არ დაწყნარებულა, სანამ ყველას არ გააგებინა, რომ კი იწვნენ ერთად, მაგრამ – საავადმყოფოში …
მართალი გითხრათ, შემეცოდა. აშკარად წნევა ჰქონდა აწეული. ამ დროს არ იცი, იტირო თუ იცინო.
სანამ ჩავიდოდა, მის ბიოგრაფიასაც გავეცანით. პედაგოგიური სტაჟით 40 წელი.
უღირდა ახლა 80 თეთრის ეკონომიად ამდენი თავმართლება?
– მაგ პროსტატის ამოჭრას, ნეტავ, ენა ამოეჭრათ გივი შენთვის, ჩაილაპარაკა და ჩავიდა ნანული ერთ-ერთ გაჩერებაზე.
მგზავრებმა კი შვებით ამოისუნთქეს. P.S. და მაინც, რანი ვართ ეს ხალხი?“ – წერს პოსტის ავტორი.