“მე გულით გატარებ სამუდამოდ… ჩემო სინათლევ – ვიცი რომ იქიდან მინათებ” – ჯანსუღ ჩარკვიანის შვილიშვილის ემოციური პოსტი
როგორც იცით, პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა. მისმა შვილიშვილმა, პიანისტმა ირმა გიგანმა დღეს საჯარო, ემოციური პოსტი მიუძღვნა ბაბუს:
“შენ რომ დიდი იქნები,
მე რომ აღარ ვიქნები,
დამასიე ფიქრები,
როგორც თოვლის ფიფქები,
შენ რომ დიდი გახდები,
შინ რომ აღარ დაგხვდები,
სხვას რომ ვერას გავხვდები
სულში ჩაგისახლდები,
როცა შენ დაქალდები,
როცა მე გავქვავდები,
ისე არ დავღამდები,
ისე არ გავქვავდები
იქედან არ გინათო,
ხშირად, განა ძვირადო,
მერე უფალს იმას ვთხოვ,
გადავიქცე ირმათო,
რქებზე ჩამოვიკიდებ,
შენს სიყვარულს ზინათად,
შენს სახელზე ძვირფასო
მთებში ვივლი ირმადა!
პატარა
ირმას – ჯანსუღ ბაბუ
ბა, დიდი გავხდი –
აღარ დამხვდი…
სულში ჩამისახლდები – მე გულით გატარებ სამუდამოდ… ჩემო სინათლევ – ვიცი, რომ იქიდან მინათებ.