“მე აქ ვიქნები დიდი ხანი…”  –  ინგა გრიგოლია საცხოვრებლად სოფელში გადავიდა (ფოტოკოლაჟი)

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტელეკომპანია “იმედიდან” წასვლის შემდეგ, დროებით სოფელში გადავიდა საცხოვრებლად. ამის შესახებ პოპულარული ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში წერს და ბუნების ფონზე გადაღებულ ფოტოებს ანთავსებს.

“დროებით გადმოვცხოვრდი სოფელში, სანამ სამსახურს ვიშოვი და ვარ ჩვეულებრივ სამოთხეში… ხადახან, მგონი უმუშევრობაც მაგარია”, – წერს გრიგოლია ფეისბუქზე.

ტელეწამყვანი ნატახტარში, სოფელ ივერიაში მდებარე მის აგარაკზე იმყოფება. ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს სოციალურ ქსელში უკვე მოჰყვა გამოხმაურებები.

მანდ საქმე აღარ მაქვს ჯერ-ჯერობით. უზარმაზარი ბარგით ჩამოვედი… მე აქ ვიქნები დიდი ხანი… ჯერ-ჯერობით, მიწათმოქმედებით ვაპირებ დავკავდე… ახლა პომიდორს დავთესავ და მერე დამჭირდებით… მე იძულებითი შვებულებით აღმოვჩნდი აქ. თუმცა, სინამდვილეში ვგიჟდები სოფელზე“,- წერს კომენტარებში პოპულარული ტელეწამყვანი.

10897817_1085293294823406_3600602239194723041_n

12049682_1085323964820339_9029392291058697676_n

12063709_1085293298156739_1068671006451375634_n

კომენტარები

სხვა სიახლეები