„ვის ვენდოთ, ხალხო? მეტი ინფო გვინდა, მეტი ყურადღება, მეტი გამჭვირვალობა გვინდა“, – წერს Wine and food company-ს დამფუძნებელი, ნატალია ბარნაბიშვილი სოციალურ ქსელში და მოსახლეობას კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მალე გაკეთებას ურჩევს, რათა მალე დასრულდეს პანდემია.
„თქვენ გგონიათ, მე არ მეშინია ვაქცინის? ძალიანაც მეშინია, განა იმიტომ, რომ ანტივაქსერი ვარ (ყველა აცრა გავიკეთე ბავშვობაში), იმიტომ მეშინია, რომ ნდობა არ მაქვს მსოფლიო კორპორაციების მიმართ, ჯანმო-ს შავი კაცისაც არ მჯერა, დოკუმენტურ ფილმებს ვუყურებ და სულ ყველგან კონსპირაციული თეორიები მეჩვენება… განა ისტორიას ნაკლები უხსენებელი შეთქმულება ახსოვს?
არც თქვენ ხართ ჭკვიანი, ვინც სხვას „დებილს“ ეძახით აცრის შიშის გამო…
ვინ ენდობა ეხლა პოლიტიკანებს და მილიარდიან ბიზნესებს?
რა გზა გამოვიარეთ, უკან გაიხედეთ…
რატომ გვამუნათებთ, რომ მსოფლიო ომების და სსრკ-ს მერე ტყუილში გაზრდილებმა 5 წამში არ გავიარეთ რეაბილიტაცია და უცებ არ ვიჯერებთ იმას, რასაც „ტვ“-დან გველაპარაკებიან?
ეს ყველაფერი დალექილია ჩვენს ქვეცნობიერში და გვეშინია, ხალხო!
ვის ვენდოთ, ხალხო?
მეტი ინფო გვინდა,
მეტი ყურადღება გვინდა,
მეტი გამჭვირვალობა გვინდა…
მინდა, მინისტრებმა საჯაროდ აცრები გაიკეთონ!
მინდა, ექიმებმა საჯაროდ აცრები გაიკეთონ!
მარტო ჩვენ ვერ ვეყოფით ამ ყველაფერს, ვერა!
… და მაინც – ვისაც ნდობა შეგრჩენიათ, იცოდეთ, თქვენთან ვარ!
მე ავიცერი!
მე ავირჩიე ნდობა და ჩემი პასუხისმგებლობა ავიღე, მალე დავამთავრო ეს პანდემია.
#ავიცრათერთმანეთისთვის”, – წერს ნატალია ბარნაბიშვილი.