მეძავი წარუმატებელი პოლიტიკური კარიერიდან ძველ პროფესიას დაუბრუნდა

60 წლის მეძავი ფელიციტას შიროუ, წარუმატებელი პოლიტიკური კარიერის შემდეგ, ძველ პროფესიას დაუბრუნდა. ბერლინის ცნობილმა სექსმუშაკმა რამდენიმე წლის წინ პროფესიაზე უარი თქვა, კაფე გახსნა და ქალთა უფლებების დამცველი გახდა. მან მოახერხა და აიძულა სახელმწიფო პროსტიტუცია სრულფასოვან პროფესიად ეღიარებინათ. ინფორმაციას express.de ავრცელებს.
თუმცა, მას პირად ცხოვრებასა და ფინანსურ ნაწილში პრობლემები შეექმნა. მას არც უმუშევრობის დახმარება მისცა გერმანიის მთავრობამ. 15-წლიანი პაუზის შემდეგ, ის იძულებული გახდა, ძველ პროფესიას დაბრუნებოდა.
“შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფომ კვლავ მეძავად მაქცია, რადგან დასაქმების ცენტრმა სოციალურ დახმარებაზე უარი მითხრა,”- განაცხადა შიროუმ.
ახლა ბერლინის ინტიმური სერვისების ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ფელიციტა შიროუს ფოტოები. იგი თავს მეძავად მიიჩნევს და მისი მომსახურება საათის განმავლობაში 200 ევრო ღირს.

წყარო:https://imedinews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები