კანადის, ლავალის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ამაზონის ტროპიკულ ტყეებში უნიკალური ხილი იპოვეს, რომელსაც ნივთიერებათა ცვლის მექანიზმის მუშაობის ორჯერ დაჩქარება შეუძლია. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Science Alert-ი იუწყება. მეცნიერებმა ხილი კამუ-კამუ შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ ეს პროდუქტი ნივთიერება პოლიფენოლით არის მდიდარი და შეუძლია, მნიშვნელოვნად გააიოლოს გადამამუშავებელი სისტემის მუშაობა და მეტაბოლიზმის ნორმალიზება.
ლაბორატორიული ტესტების შედეგად დადგინდა, რომ თაგვებს, რომელთა რაციონშიც რამდენიმე კვირის განმავლობაში, მხოლოდ კამუ-კამუ შედიოდა, ნახშირწყლების გადამუშავება და ორგანიზმიდან განდევნა უსწრაფესად შეეძლოთ, ამან კი სხეულის მასის ინდექსი ორმაგად შეამცირა. ახლა მეცნიერები ამუშავებენ შესაბამისი ნივთიერების ქიმიურ ფორმულას, რომელიც მისცემს მათ შესაძლებლობას, საოცარი ხილის მოქმედება ადამიანებზეც გამოიცადოს.