მეცნიერებმა მიკროტალღური ღუმელი კაცობრიობის საფრთხედ გამოაცხადეს მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს თუ რა გავლენას ახდენს მიკროტალღური ღუმელი გარემოზე.
მარტო ევროკავშირში ულტრა მაღალი სიხშირის ღუმელები წელიწადში იმდენ ნახშირბადის დიოქსიდს გამოყოფენ, რამდენსაც 6,8 მილიონი ავტომობილი. გამონაბოლქვის ასეთი რაოდენობა მკვეთრად აისახება გლობალურ დათბობაზე, _ ნათქვამია მეცნიერების მოხსენებაში.
ამასთან, მეცნიერები აცხადებენ, რომ მიკროტალღური ღუმელის მავნებლობა მათ დაბალ ენერგო ეფექტურობაშიც გამოიხატება.
სერიოზულ საფრთხედ მკვლევარებს, ასევე, გადამუშავების საკითხი მიაჩნიათ. “დღესდღეობით მომხმარებლები ახალ ტექნიკას იძენენ მანამ, სანამ ძველი მწყობრიდან გამოვა, ვინაიდან ელექტრომოწყობილობა სტატუსის მაჩვენებელი გახდა. საბოლოოდ გადაგდებულ მოწყობილობათა ოდენობა, სხვა ნარჩენებთან მიმართებაში, მკვეთრად ლიდერობს”,- განაცხადა მეცნიერმა, ალეხანდრო გაიეგო შმიდტმა.