მეცნიერებმა ზღვის ქვეშ ტბა აღმოაჩინეს, საიდანაც ცოცხალი ვერავინ ამოდის (ვიდეო)

მეცნიერებმა მექსიკის ყურეში „ტბა“ აღმოაჩინეს. ყველა, ვინც ზღვის ფსკერზე მდებარე ამ აუზში ჩავა, საშინლად დაიტანჯება.
ტემპლის უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორმა ერიკ კორდესმა ეს აუზი შეისწავლა და გაკეთებული აღმოჩენები ჟურნალ Oceanography-ში აღწერა.
„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე განსაცვიფრებელი რამ ზღვის სიღრმეში. ჩადიხარ ოკეანის ფსკერზე და იქ ტბას ან მდინარეს ხედავ. დაახლოებით იმას ჰგავს, თითქოს ამ სამყაროში არ იმყოფებოდე“, — უთხრა კორდესმა Seeker-ს.
ზღვაში მდებარე ამ „ტბის“ წყალი იმაზე ხუთჯერ მარილიანია, ვიდრე მის გარშემო არსებული სხვა წყალი. გარდა ამისა, ის შეიცავს დიდი რაოდენობით მეთანისა და გოგირდწყალბადის ტოქსიკურ კონცენტრაციას; რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ყველაფერი გარშემო სხვა წყალს არ ერევა.
ეს ტოქსიკური კონცენტრაცია იქ ჩასული ცხოველებისა და ადამიანებისათვის მომაკვდინებელია. მასში გადარჩენა მხოლოდ ბაქტერიულ სიცოცხლესა და კრევეტებს შეუძლიათ.
მეცნიერთათვის, ეს ტბა ერთგვარი სათამაშო მოედანივითაა თავიანთ კვლევებისთვის. მათ შესაძლებლობა აქვთ გამოიკვლიონ როგორ შეუძლიათ ზოგიერთ ორგანიზმებს გადარჩენა უკიდურესად ექსტრემალურ საცხოვრებელ გარემოში.
„დედამიწაზე მრავალი ადამიანი ექსტრემალურ საცხოვრებელ გარემოს ეძებს როგორც მოდელებს იმისათვის თუ რა პირობებში შეიძლება აღმოვჩნდეთ სხვა პლანეტებზე წასვლის შემთხვევაში“, — აღნიშნავს კორდესი.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

წყარო: http://1tv.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები