ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებსაც მუდმივად სცივათ, უფრო დიდ ხანსცხოვრობენ. ჰორმონალური ცვლილებების გამო მათ ორგანიზმში მეტაბოლიზმი ნელდება, რაც ენერგიის და სითბოს შენარჩუნების საშუალებას აძლევს. ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებები იმას იწვევს, რომ ის მუდმივად სიცივის გრძნობას განიცდის. ეს სერიოზულ დისკომფორტს ქმნის, მაგრამ, როგორც გაირკვა, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მეცნიერები ამ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით პრეპარატების შექმნას გეგმავენ, რომლებიც სიცოცხლეს ახანგრძლივებენ.