მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რამდენი ჭიქა ყავაა რეკომენდებული დღის განმავლობაში

ავსტრალიელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, თუ რამდენი ჭიქა ყავის მიღებაა სასარგებლო დღის განმავლობაში. კვლევას sciencealert-ი აქვეყნებს.

კვლევაში 4800-მდე ადამიანი მონაწილეობდა. შედეგების მიხედვით დამტკიცდა, რომ ყავის მოხმარება ფიზიკური აქტივობის დონეს ზრდის. ამასთან, საშუალოდ, ამ ეფექტის მისაღწევად ადამიანმა ორი ჭიქა ყავა უნდა დალიოს.

კვლევამ აჩვენა, რომ კოფეინი ადამიანის ორგანიზმში სპორტული აქტივობის დონეს ზრდის.

ფიზიკური ვარჯიშით დაკავებამდე ყავა 45-50 წუთით ადრე უნდა მიიღოთ თუ გინდათ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები