მეცნიერები – „სირბილი და სიარული ქრონიკულ სტრესს ამარცხებს“

ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, ქრონიკული სტრესისას ადამიანს სირბილი და სიარული დაეხმარება. სამეცნიერო ნაშრომი კონფერენციის Experimental Biology 2016 ფარგლებში იყო წარდგენილი.
საიდუმლო არაა, რომ ქრონიკული სტრესი სისხლძარღვების ზოგად მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება და გულის დაავადებების პროვოცირებას ახდენს. სტრესების ერთ-ერთი შედეგი აორტის ზედმეტი გამყარებაა, აერობიკა კი მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ორთვიანი კვლევისას ექსპერტებმა ვირთხების ოთხი ჯგუფი გამოკვეთეს მათი ფიზიკური მდგომარეობის შესაბამისად. დადგინდა, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა იმ ჯგუფისა, რომელსაც სარბენ ბილიკზე ავარჯიშებდნენ, 83%-ით გაუმჯობესდა. ამიტომ მეცნიერები ადამიანებს მსგავსი ვარჯიშების დღის წესრიგში შეტანას ურჩევენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები