მეცნიერები იაფფასიანი ჩაის საშიშროებაზე ალაპარაკდნენ

მეცნიერთა დასკვნით, იაფფასიან ჩაიში, რომელიც პატარა პაკეტებშია მოთავსებული, მაღალია ფტორის შემცველობა და ზიანს აყენებს ჩვენს ჯამრთელობას. კერძოდ, დიდმა რაოდენობით ფტორმა შეიძლება დააზიანოს კბილები და ძვლები. დერბის უნივერსიტეტის მკვლევარები დაჟინებით სთხოვენ მწარმოებლებს, ჩაის შეფუთვაზე მითითებული იყოს ფტორის შემცველობის რაოდენობა, რადგანაც მათი აზრით, ზრდასრული ადამიანი დღეში 3-4 მგ-ზე მეტ ფტორს არ უნდა მოიხმარდეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა ბაზარზე არსებულ ჩაიში მისი შემცველობა გაცილებით მეტია და მისი მომხმარებელი დღეში 75-120 პროცენტით მეტ ფტორს იღებს, ვიდრე ნორმაა. ამ ნივთიერების დიდი რაოდენობით მიღებამ დროთა განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს სახსრების ტკივილი, კუნთების სისუსტე, ოსტეოპოროზი, ასევე ახდენს თირკმლის დაავადებებისა და კიბოს პროვოცირებას.

კომენტარები

სხვა სიახლეები