მეცნიერები გარდაცვლილ ადამიანებს გააცოცხლებენ

მეცნიერები გარდაცვლილი ადამიანების გაცოცხლებას აპირებენ. გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, ამის შესახებ კომპანია Humai-ის წარმომადგენლები აცხადებენ. ამისთვის ხელოვნური ინტელექტი იქნება გამოყენებული.
ფირმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ადამიანის ტვინს გაყინავენ, რის შემდეგ მასში სპეციალურ ჩიპს შეიყვანენ. როდესაც ტექნოლოგიები საშუალებას მისცემენ, გაყინულ ტვინს კრიოკამერიდან ამოიღებენ და ხელოვნურ სხეულში მოათავსებენ.
გარდაცვალების წინ პაციენტს ხელოვნური ინტელექტის შეშვეობით შეისწავლიან – მისის საუბრის სტილს, მოძრაობებს, ჩვევებს. ეს მონაცემები ჩიპში იქნება ჩაწერილი და ტვინთან ერთად ახალ სხეულში იქნება ინტეგრირებული.
კომპანია Humai-ის დირექტორი ჯოშ ბოკანეგრი აცხადებს, რომ მისი წარმომადგენლები „პაციენტების’ შესახებ ინფორმაციის შეგროვებას უახლოეს მომავალში დაიწყებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები