გადამუშავებული ხორცი ასთმის საფრთხეს ზრდის. ამის შესახებ მეცნიერების მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც ჟურნალ Thorax-ში გამოქვეყნდა.
ძეხვი, ლორი და სოსისი ნიტრიტის კონსერვანტს შეიცავს, რომელიც სასუნთქ გზებს აზიანებს.
კვირაში ოთხ პორციაზე მეტი გადამუშავებული ხორცის მოხმარება ასთმის სიმპტომებს ართულებს – სუნთქვა დამძიმებულია, მკერდში კი დახუთვის ნიშნები შეინიშნება. ერთ პორციად მეცნიერებმა ლორის ან ძეხვის ორი ნაჭერი ან ერთი სოსისი ჩათვალეს. შესაბამისად, კვირაში ოთხ სოსისზე ან ძეხვის რვა ნაჭერზე მეტის ჭამა რეკომენდებულია რ არის. კვლევებში საფრანგეთის ათასამდე მოქალაქე მონაწილეობდა. მეცნიერები მათ ათი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
Next Post
სხვა სიახლეები