მეცნიერების ვარაუდით, მომდევნო ორი წელი ამინდზე დაკვირვების პერიოდში ყველაზე ცხელი იქნება

დიდი ბრიტანეთის მეტეოროლოგიური ბიუროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მომდევნო ორი წელი დედამიწის ამინდზე დაკვირვების მთელი ხნის განმავლობაში ყველაზე ცხელი იქნება.
მეცნიერების დასკვნის მიხედვით, ამ სიცხეს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დაგროვება და ოკეანური პროცესები გამოიწვევს. ამ პროცესებს შორის მთავარი ე.წ. ელ-ნინიოა, ანუ წყლის ზედა ფენის ტემპერატურის მატება წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილში.
თბილისი წყლის ნაწილი აღმოსავლეთით გადაადგილდება, ოკეანის წყლების ეს მოძრაობა დედამიწის ჰავაზე დიდ გავლენას ახდენს. მასშტაბური პროცესები ატლანტის ოკეანეშიც ხდება. მეცნიერები ცდილობენ, დაადგინონ, თუ რომელი ტენდენციები გაიმარჯვებს. ამ პროგნოზის მიხედვით, 2016 წელს აზიასა და ავსტრალიაში ძლიერი გვალვა იქნება, ხოლო ორივე ამერიკულ კონტინენტზე წვიმებია მოსალოდნელი. რაც შეეხება ევროპას, აქ მიმდინარე ზამთარი შეიძლება ყველაზე ცივი აღმოჩნდეს.
არქტიკის შესწავლის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყინულების დნობის პროცესი აჩქარებულია. ამ ტემპებით ხმელეთის დიდი ნაწილი 2045 წლისთვის შეიძლება წყლით დაიფაროს.

კომენტარები

სხვა სიახლეები