მეცნიერების დასკვნა – ოჯახში გადაწყვეტილებებს ცოლი იღებს

შვედი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ განათლებულ ქალთან ქორწინება მამაკაცის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. კვლევაში 1,5 მილიონი ოჯახური წყვილი მონაწილეობდა.
შედეგების ანალიზისას შვედები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ცოლის განათლება პირდაპირ კავშირშია ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. საინტერესოა, რომ მამაკაცის ინტელექტი ქალის ჯანმრთელობაზე ასეთ ზეგავლენას არ ახდენს. მეცნიერები გამოვლენილ კანონზომიერებას ასე ხსნიან: სწორედ ცოლი იღებს საჭირო გადაწყვეტილებებს ოჯახის ცხოვრებაში, ხშირ შემთხვევებში ის ადგენს საკვების რაციონს. განათლებული ქალი ყველაფერს ოპტიმალურად წყვეტს, რაც პოზიტიურად ზემოქმედებს როგორც მისი, ისე ოჯახის სხვა წევრების ჯანმრთელობაზე.

წყარო:http://primenewsgeorgia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები