პარაფსიქოლოგია, როგორც სამეცნიერო დარგი, ოფიციალურად ჯერჯერობით აღიიარებული არ არის. ამ ფენომენის არსებობას მეცნიერები ვერც ადასტურებენ და ვერც უარყოფენ.ბოლო დროს გახშირდა მსჯელობა პარაფსიქოლოგიური იარაღის სპეცსამსახურების მიერ გამოყენების თაობაზე. ის, რაც მეცნიერულად ჯერ დაუსაბუთებელია და ამოუხსნელი, ბუნებრივია, უნდობლობას იწვევს. თუმცა ისტორია გვიჩვენებს, რომ ის, რაც წინა საუკუნეებში ზღაპარი და შეუძლებელი რამ იყო, ახლა ჩვეულებრივი ყოფითი მოვლენაა.
მას შემდეგ, რაც სმოლენსკში პრეზიდენტ კაჩინსკის თვითმფრინავმა მეტად უცნაურ ვითარებაში განიცადა ავიაკატასტროფა, ექსპერტები, სპეცსამსახურების ყოფილი ჩინოვნიკები სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ პარაფსიქოლოგიური იარაღის არსებობასა და ავიაკატასტროფასთან მის კავშირზე. არსებობს თუ არა ეს იარაღი, პარაფსიქოლოგია მითია თუ რეალობა, ეს საკითხი, ალბათ, კარგა ხანს იქნება განსჯის საგანი. თუმცა ამ კუთხით რომ ბოლო პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა, ფაქტია.
ალექსანდრე ხომერიკი, ექსპერტი პარაფსიქოლოგიის დარგში: – პარაფსიქოლოგია უდიდესი ძალაა, რომელსაც ვერავითარი ტექნოლოგია ვერ დაუპირისპირდება. ეს არის იარაღი ადამიანსა და სამყაროზე ზეგავლენის მოხდენისა, საზოგადოების სამართავი ყველაზე საშიში ტექნოლოგია. ამას გინდ ზომბირების მეთოდი დაარქვით, გინდ კოდირებისა. პარაფსიქოლოგიით მეტად იყო დაინტერესებული და სპეციალური განყოფილება ჰქონდა შექმნილი ჰიტლერს. მოგეხსენებათ, ჰიტლერი არიელებსა და ძველ რომს ერთმMანეთს უკავშირებდა. ფაშისტები რომაელი რაზმების სიმბოლიკას იყენებდნენ, თავად სვასტიკაც ხომ მაგიური ნიშანი იყო.
ცნობილია ისიც, რომ საბჭოთა კავშირის შექმნიდან ძალზე ცოტა ხანში ტიბეტში ფელიქს ძერჟინსკიმ ექსპედიცია გაგზავნა, მოგვიანებით და არაერთხელ – სტალინმაც. ბოლშევიკებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს იყო დარგი, რომლის მეშვეობითაც შეიძლLებოდა მსოფლიოზე ბატონობა მოგეპოვებინა – იმდროინდელი თანამედროვე მოწყობილობებით აღჭურვილი საიდუმლო ლაბორატორიებიც ჰქონდათ.
რა თქმა უნდა, არც ამერიკელები, იაპონელები და ინგლისელები ისხდნენ გულხელდაკრეფილი. ეს იყო მარათონი, ვინ ვის დაასწრებდა ამ ტექნოლოგიის განვითარებასა და პრაქტიკაში დანერგვას. არალეგალური შეჯიბრება ამ დარგში სახელმწიფოთა შორის ჯერ კიდევ 20-იან წლებში დაიწყო. საბჭოთა კავშირი დიდძალ ფულს ხარჯავდა, მუშაობდნენ ამ პროფილის გასაიდუმლოებული ინსტიტუტები.
– ამბობთ, რომ მაგია ტექნოლოგიაა და სადამდე მიიყვანს მისი გამოყენება მსოფლიოს?
– ეკლესიისგან დაწესებული შეზღუდვები და კონსერვატიზმი სამყაროს გადარჩენის წინა პირობა იყო. რომ არ ყოფილიყო ეკლესია, შესაძლოა, არც ყოფილიყო დღევანდელი სამყარო. ეს არის უდიდესი ძალა, რომლის უკონტროლოდ გამოყენება დაანგრევს მსოფლიოს. ის ძალზე საშიშია მათ ხელში, ვინც ამ ტექნოლოგიებს კარგად ვერ ფლობს. ასეთი ადამიანი შეიძლება უნებურად გახდეს ბოროტების თანამონაწილე.
პარაფსიქოლოგიაში ცნობილი და გამოკვლეულია მოვლენები, რომელსაც ფსი-გამოსხივება ჰქვია. ადრე ამ გამოსხივებაში იგულისხმებოდა უცნობი ტალღა, ფიზიკისთვის უცნობი ველი, რომელიც უცნობი ხერხით გადასცემს ინფორმაციას.
– რა სახის ველია ეს, შესაძლებელია მისი გაკონტროლება?
– სწორედ ამიტომ დაიბადა ამ ველის რეგისტრატორის გამოგონების აუცილებლობა. თავდაპირველად უნდა შექმნილიყო ისეთი მოწყობილობა, რომელიც ამ ველს დააფიქსირებდა ან დაადასტურებდა მის არსებობას. იყო ერთი თბილისელი მეცნიერი, ბობროვი, რომელმაც სპეციალური მოწყობილობა გამოიგონა. ჩაკეტილი ჰქონდა სეიფში და ფიქრით სხვა ოთახში მდებარე კომპიუტერს გადასცემდა სიგნალს. ასეთი ცდა მოგვიანებით ქალაქგარეთ ჩავატარე და შედეგი იგივე იყო. ცდებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ექიმები და ფიზიკოსები დაესწრნენ და შედეგი იმდენად გამაოგნებელი აღმოჩნდა, რომ მამაჩემს ოფიციალურად მისცეს ამ დარგში მუშაობის გაგრძელების უფლება.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონიაში გაშიფრეს ტვინის გამოსხივება. სპეციალური მოწყობილობით თავის ტვინის განსაზღვრული წერტილებიდან აიღეს ბიოდენები და ახალგამოგონებული სპეციალური დეკოდერის საშუალებით გაშიფრეს ინფორმაცია, რომელიც ტვინში დაიბადა. მერე ის ტექსტურ მონაცემებში გადაიტანეს. ეს ამ სფეროში უდიდესი მიღწევაა. ტვინის ბიოდენების დეკოდირება ურთულესი ამოცანა იყო. ეს პროცესის პირველი დონეა, მალე ისეთი აპარატურაც შეიქმნება, რომელიც ადამიანის შეუხებლად მოახერხებს მისი აზრების გაშიფვრას.
ეგრეთ წოდებული ტორსინული, იგივე ფსი-ველი სამყაროში ერთდროულად ვრცელდება. სინათლეს 300 კმ/წმ სიჩქარე აქვს, ტორსინულ ველს კი – უსაზღვრო, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ასხივებს თავის ინდივიდუალურ, განუმეორებელ კოდს, რომელიც მთელ სამყაროს გადაეცემა; ანუ სამყარომ იცის, რომ ეს ადამიანი არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ თავს ერთსა და იმავე დროს და რამდენიმე ადგილას ერთდროულად იგრძნობდა. ეს ველი უდიდესი ინფორმაციის გადამცემია, მისთვის არ არსებობს დაბრკოლება სივრცეში და მანძილზე. მეტიც, ყოველ კონკრეტულ საგანს აქვს ეს ველი, ქვასაც კი. სხვათა შორის, სწორედ სილიციუმი, ქვა არის (ჟანგბადით დაბომბილი) კომპიუტერების მთავარი ნაწილი, ინფორმაციის შემნახავი და გადამცემი.
პარაფსიქოლოგიური იარაღი ყველაზე საშიში იარაღია. შესაძლოა, ზოგიერთი ქვეყნის სპეცსამსახურმა იცის კიდეც, რომ სხვა ქვეყნის სპეცსამსახური იყენებს ამ ტექნოლოგიას, მაგრამ ვერაფერს დაუმტკიცებს, ხმასაც ვერ ამოიღებს, რადგან ეს ადამიანებისთვის ისეთივე ზღაპარია, როგორიც XIX საუკუნეში ტელევიზორი იყო. მოვა დრო და დასაფიქსირებელი ხელსაწყოებიც შეიქმნება, მაგრამ ახლა ამას ვერავინ დაამტკიცებს. მეტიც, ჩემი აზრით, პანიკაც ბიოენერგეტიკული პროცესია. ალბათ, იცით, რომ სტალინმა 1942 წლის ივნისში სპეციალური ბრძანებაც კი გამოსცა ფრონტზე პანიკიორების ადგილზევე დახვრეტის შესახებ. მან კარგად იცოდა, რომ პანიკური ველი გადამდებია და მისი ჩახშობა მხოლოდ ადამიანის ლიკვიდაციით შეიძლება. პარაფსიქოლოგი ნაუმოვი, რომელიც მოკლეს, ამბობდა, რომ ნანახი ჰქონდა აპარატი, რომელიც პანიკის ველს ავრცელებდა.
პარაფსიქოლოგიური ტექნოლოგიები უმძლავრესი და საშიში იარაღია სპეცსამსახურების ხელში. იარაღითა და თოფებით ბრძოლა ახლა იგივეა, რაც ჩაქუჩით მუშაობა.
ეს ტექნოლოგია ისე ვითარდება, რომ სამყარო მალე ახალ ფაზაში გადავა. ეს იარაღი ბევრად უფრო საშიში გახდება, ვიდრე ატომური იარაღი, რადგან ნივთმტკიცება არ არსებობს, მსოფლიოს იმის საშუალებაც არ ექნება, ბოროტმოქმედს პასუხი მოსთხოვოს.
თავის დროზე, ჩვენი მუშაობით ძალზე დაინტერესდა ჯემალ გოგიტიძე. ითხოვდა, ცდები აჭარაში გაგვეგრძელებინა, მაგრამ ვერ გავრისკე. არ ვიცოდი, ვის მხარეს იყო ეს კაცი, ვის სამსახურში ვდგებოდი და უარი ვთქვი აჭარაში ლაბორატორიის შექმნასა და კვლევის გაგრძელებაზე. მოგვიანებით ჩვენი გამოკვლევებით ჩვენი სპეცსამსახურები დაინტერესდნენ, დაგვიბარეს, ჩანაწერებიც გააკეთეს, მაგრამ მერე ისე აირია ქვეყანა, რომ ამისთვის ყურადღება აღარავის მიუქცევია. არადა ძალზე კარგი საფუძველი და შესაძლებლობა გვქონდა ამ სფეროში ერთ-ერთი მოწინავენი ვყოფილიყავით.
წყარო:old.janmrtelobainfo.ge