“მეშინია კამერებისა და ჩიტების” – ზურაბ ადეიშვილმა გვარამიასთან საკუთარ შიშებზე ისაუბრა (ვიდეო)

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ არხის დატოვების შემდეგ “იუთუბარხი” შექმნა და გადაცემის ფორმატში მაყურებელს ვიდეოებს სთავაზობს. პირველ გადაცემაში გვარამიას საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი ჰყავდა სტუმრად. ვრცელ ინტერვიუში ადეიშვილმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის, ყოფილმა მინისტრმა საკუთარი ფობიებიც გაამხილა. ადეიშვილის თქმით, მას კამერებისა და ჩიტების ეშინია, ასევე, ნემსისა და სისხლის. სწორედ ამ უკანასკნელის გამო არ გახდა იგი ექიმი. ” ამას გარ­და, მთე­ლი ბავ­შვო­ბის მანძილზე მეც და დე­და­ჩე­მიც ვოც­ნე­ბობ­დით, რომ ექი­მი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და ერ­თა­დერ­თი, რის გა­მოც ამა­ზე უარი ვთქვი, არის სის­ხლისა და ნემ­სის შიში. არა­სო­დეს მი­ყუ­რე­ბია, ნემსს რო­გორ უკე­თე­ბენ ადა­მი­ანს“, – აღნიშნა ზურაბ ადეიშვილმა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები