ინგრედიენტები:
კარტოფილი – 5 ცალი,
პაპრიკა,
წითელი წიწაკა,
პილპილი,
ორეგანო,
მარილი,
ზეთი.
მომზადების წესი: პატარა თასში პაპრიკა, წითელი წიწაკა, პილპილი, ორეგანო, მარილი ჩავყაროთ და კარგად მოვურიოთ.
თითოეული ინგრედიენტის რაოდენობა გემოვნების მიხედვით განვსაზღვროთ. კარტოფილი კარგად გავრეცხოთ, კანი არ გავაცალოთ, მოგრძო ნაჭრებად დავჭრათ. დაჭრილი კარტოფილი სათითაოდ ზეთში ამოვავლოთ, გამოსაცხობ ტაფაზე დავალაგოთ ისე, რომ კანი ქვემოთ მოექცეს და სუნელების ნარევი მოვაყაროთ. ღუმელში 220 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში შევდგათ.