ცნობილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, ბარსელონას თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ქორწილში წარსულში ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა არ დაპატიჟა. ამის შესახებ გამოცემა Mundo Deportivo იუწყება.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მესიმ ქორწილში „ბარსელონას“ ყოფილი მწვრთნელი ლუის ენრიკე და კლუბის პრეზიდენტი ჰოსეპ მარია ბარტომეუც არ მიიწვია.
მარადონა და მესი 2008-2009 წლებში არგენტინის ნაკრებში ერთად მუშაობდნენ.
მესის ქორწილი 30 ივნისს გაიმართება. არგენტინელი ვარსკვლავის მეუღლე ანტონელა როკუცო გახდება. ლიონელს და ანტონელას ორი შვილი ჰყავს.
სხვა სიახლეები