22 წლის მერსი სულხანიშვილი მოდის ბლოგერი, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გახლავთ. ბევრი შრომის მიუხედავად პოპულარობა ვერ მოიპოვა, სანამ გადაცემა “პროფილს” გამჭვირვალე მაისურით არ ესტუმრა. პოპულარობამაც არ დააყოვნა, დღეს მერსის მთელი საქართველო იცნობს. “პოპულარული და წარმატებული ჩემს სფეროში აქამდეც ვიყავი, უბრალოდ ახლა ჩემი პოპულარობა “ნიკოფსიიდან დარუბანდამდე” გაიზარდაო”-გვიმტკიცებდა მერსი.
განსხვავებულად ჩაცმა ბავშვობიდან მოსწონდა და სკანდალებიც არ აკლდა. კრიტიკას საზოგადოების იმ ნაწილისგან არ მიიღებს, ვინც მოდაში ვერ ერკვევა.
პროფილის გარდა მერსიმ მკერდი კიდევ არაერთ გადაცემაში მოიშიშვლა. ამტკიცებს, რომ სკანდალებს სულაც არ ეძებს და მეტიც, მისი ერთადერთი მიზანია ლამაზად და მოდურად გამოიყურებოდეს. მერსის ეს სკანდალური, გამჭვირვალე სამოსი ერთ-ერთ საღამოზეც ეცვა, მაგრამ იქ ამ ყველაფერს სკანდალი არ გამოუწვევია. ამ ყველაფრით, იგი ამტკიცებს, რომ მისი სითამამე და მოშიშვლებული სამოსი მხოლოდ ჩვენ, უბრალო მოკვდავთ გვიკვირს.
“საქართველოში ხშირად ამბობენ, ბევრი ფული რომ მქონდეს, კარგად ჩავიცვამდიო, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის. გემოვნება ან გაქვს, ან არა, ამას ვერ ისწავლი, ჩემი იმიჯი ვინ როგორ მიიღო, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩემთვის. ისე უნდა იცვამდე, რაც შენს სტილში ჯდება”-ამტკიცებს იგი.
სკანდალური მერსი თამამ ფოტოსესიას გვთავაზობს, მაგრამ ამავე დროს ისეთს, მისგან რომ აღარ გვიკვირს. ვუსურვოთ მას წარმატებები და ბედნიერი მომავალი…
წყარო: http://intermedia.ge/