მერსი სულხანიშვილი: აიცერი, ნუ იქნები სტატისტიკის ნაწილი. როცა გეუბნებიან, შენ ექსპერიმენტის მონაწილე ხარო, ეს ადამიანები გატყუებენ
„დღეს ვისი არ მესმის ყველაზე მეტად, ალბათ იმ ადამიანების, ვინც საყოველთაო ვაქცინაციას ეწინააღმდეგებით, რატომ? ეს კითხვა მოსვენებას არ მაძლევს, თან, ამავე დროს, თქვენიც მესმის, თითქოს, ამ ბოლო დროს პოლიტიკამ გადაწონა გლობალური გამოწვევა“, – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და ბლოგერი – მერსი სულხანიშვილი.
მისი თქმით, ცეცხლს მხოლოდ წყალი აქრობს. ახლა ცეცხლი COVID 19-ია, მეცნიერებმა კი მოგვცეს წყალი, ბევრი წყალი ანუ ვაქცინა.
„#აიცერი ყველასათვის. დღეს ვისი არ მესმის ყველაზე მეტად, ალბათ იმ ადამიანების, ვინც საყოველთაო ვაქცინაციას ეწინააღმდეგებით, რატომ? ეს კითხვა მოსვნებას არ მაძლევს, თან ამავე დროს, თქვენიც მესმის. თითქოს, ამ ბოლო დროს პოლიტიკამ გადაწონა გლობალური გამოწვევა. ორივე მთავარია, ჯანმრთელობა და ადამიანების სიცოცხლე არის მთავარი. ამ პოსტს იმიტომ ვწერ, ჩემი ვაქცინიდან 3 თვეზე მეტი გავიდა. მოგმართავთ იმ ადამიანებს, ვინც თავს იკავებთ, ამიტომ გიზიარებთ ჩემს გზას გადაწყვეტილებამდე.
ახლა ამ სტატუსს რომ კითხულობ, გეტყვი, რომ თავიდან მეც შენსავით მეშინოდა, მეც არ ვიცოდი, რა მელოდა, თან ხომ ჩვენ ისეთ ვირტუალურ რეალობაში ვართ, სადაც ყალბი და ნამდვილი ამბის გარჩევა ხანდახან ყველაზე მახვილგონიერ ადამიანსაც უჭირს. ჩვენ ხომ ბავშვობიდან მოვდივართ. ბავშვობაში ყველას გვაქვს გეგმური აცრა გაკეთებული, ჰოდა, მე იმ ბავშვობის ძიება გადავწყვიტე და იმ ვაქცინების დეტალური ანოტაციის გაცნობა, გავეცანი, ზოგადად, ვაქცინის პროტოკოლს, როგორ უნდა მოვიქცე, რას უნდა ველოდო, როგორ უნდა ავირიდო ესა თუ ის გართულება. აი, ამ ინფორმაციის გაცნობით ვიყავი მთელი ერთი კვირა დაკავებული.
აღმოვაჩინე, რომ ჩინური ვაქცინა ზუსტად იდენტურია იმისი, რაც გამიკეთებია. ერთი სხვაობით – ამ შემთხვევაში გამოყენებულია SARS COV. ინაქტივირებული ვირუსია. ჰოდა, როცა ყველაფერი გავიაზრე, გადაწყვეტილებაც მივიღე და ვაქცინაციის პუნქტს მივაშურე.
თუ ეს სტატია აქამდე წაიკითხე, მაშინ გეტყვი, რომ როცა გეუბნებიან, შენ ექსპერიმენტის მონაწილე ხარო, ზუსტად ეს ადამიანები გატყუებენ და შენი სიცოცხლის რისკის ფასად, სოცქსელში ლაიქების მოგროვებას ცდილობენ, ან იმ მატარებელზე ახტომას ცდილობენ, სხვა გზით ყურადღება რომ ვერ მიიპყრეს და ახლა ცდილობენ, ბოლო მატარებელს შეახტნენ და შენი ყურადღების მიპყრობით ცდილობენ პოპულარობის „ეგო“ დაიკმაყოფილონ. ჰოდა, რაღას უცდი, #აიცერი, ნუ იქნები სტატისტიკის შემდეგი ნაწილი. ნუ აქცევ შენ ოჯახის წევრს სტატისტიკის ნაწილად, ადამიანს სიყვარული, სითბო პატივისცემა, მოფრთხილება სიცოცხლეში სჭირდება, მერე არც მე, არც შენ არ იცი, რა ხდება, დაგვიანებული ცრემლი, რომელსაც დაინახავს კი…
ცეცხლს მხოლოდ წყალი აქრობს. ახლა ჩათვალე ცეცხლი COVID 19 -ია, მეცნიერებმა მოგცეს წყალი, ბევრი წყალი ანუ ვაქცინა. მე და ჩემი მეგობრები აქ ვართ, მეც, შენი მეგობარი, ვირტუალური სამყაროდან, ჩვენ აქ ვართ, შენთვის „ფეისბუქში“ ჯგუფიც შევქმენით – მუხტი – by Influencer.ge საკმარისია, გაგიჩნდეს კითხვა, მოგვწერე, ჩვენ გაგიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, შენ შენს მეგობარს გაუზიარებ, ერთად ყველაფერს შევძლებთ“, – წერს მერსი სულხანიშვილი.