პერუში ქალაქ ტანტარას მერმა, ხაიმე ურბინა ტორესმა პოლიციელებთან თავი მოიმკვდარუნა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა სამართალდამცველები კარანტინის დარღვევის გამო მის დასაპატიმრებლად მოვიდნენ.
სამართალდამცავებმა ტორესი კუბოში დაწოლილი იპოვეს დამცავი ნიღბით. როგორც ცნობილია, მერი ამ დროს მთვრალი იყო.
რამდენიმე დღით ადრე ის მეგობრებთან ერთად შენიშნეს ალკოჰოლური სასმელების მიღებისას. ის არ იცავდა სოციალურ დისტანციას და სხვა რეკომენდაციებს ვირუსისგან თავდაცვის მიზნით, რაც კარანტინის წესების დარღვევას გულისხმობს.