ცოტამ თუ იცის, რომ კარიერის დასაწყისში მსოფლიო კინოს ლეგენდა მერლინ მონრო, ერთ-ერთი ცნობილი მხატვარის – ერლ მორანის შემოქმედებითი მოდელი იყო. 19 წლის დამწყებმა მსახიობმა მორანთან მუშაობა სწორედ მაშინ დაიწყო, რედესაც მან უკვე თავი დაიმკვიდრა, როგორც ქალის ლამაზი პორტრეტების წამყვანმა ილუსტრატორმა.
მხატვარი ახალგაზრდა მერლინს ჯერ ფოტოფირზე იღებდა, შემდეგ კი მისგან ნახატებს ქმნიდა, რომლებიც ორიგინალისგან თითქმის არც განსხვავდებოდა. მონროსთან მუშაობას მორანი ასე იხსენებს: „ის ყველაფერს ბუნებრივად აკეთებდა. ყოველთვის იმას ასრულებდა, რასაც მისგან ვითხოვდი. ის ყველაზე მგრძნობიარე გოგონა იყო, ყველა დანარჩენთან შედარებით. ემოციურ დონეზეც კი, ის ყველაფერს სწორად აკეთებდა: მისი მოძრაობა, ხელები, სხეული, – ყველაფერი სრულყოფილი იყო“.