მერკურის კაზიმი: ცნობიერების (ცხოვრების) შეცვლის ზღურბლზე

31 ივლისს 23:48 საათიდან 1 აგვისტოს 7:34 საათამდე(თბილისის დროით) ე.წ კაზიმი ანუ პლანეტის ზუსტი შეერთება მზესთან იქნება. ამის შესახებ, ასტროლოგი რამაზ გიგაური წერს:
“პერიოდი: 31 ივლისის 23:48 საათიდან – 1 აგვისტოს 7:34 საათამდე (თბილისის დროით)
ასტროლოგიაში კაზიმი – ნიშნავს პლანეტის ზუსტ შეერთებას მზესთან. ეს ტერმინი არაბული ასტროლოგიიდან მოდის და თანამედროვე ასტროლოგიაში საკმაოდ აქტიურად გამოიყენება.
მიიჩნევა, რომ ნებისმიერი პლანეტის შეერთება მზესთან 0’17 გრადუსიდან – 8’00 გრადუსამდე დისჰარმონიულია, რადგან ეს არის „დამწვარი“ პლანეტა, რომელიც მიანიშნებს ამ პლანეტის ასტროლოგიური ფუნქციის გაბუნდოვანებაზე და „დამუხრუჭებაზე“. მაგრამ რას ნიშნავს, როდესაც ესა თუ ის პლანეტა იმყოფება აბსოლუტურად ზუსტ შეერთებაში (16 მინუტამდე)?! ამას უწოდებენ, რომ პლანეტა „მზის გულშია“, ანუ კაზიმშია.
ზემოთ აღნიშნულ პერიოდში, ანუ 31 ივლისის 23:48 საათიდან – 1 აგვისტოს 7:34 საათამდე მერკური იმყოფება კაზიმში (ბუნებრივია, ეს თბილისის დროით, უცხოეთში შესაბამისი დროის სხვა გათვალისწინებული უნდა იქნას. მაგალითად, თუ თბილისში მერკურის კაზიმის პიკი 1 აგვისტოს 3:40 საათი იქნება, ნიუ-იორკში შესაბამისად, 31 ივლისის 19:40 საათი იქნება და ა. შ.).
დროის ეს პერიოდი ძალიან კარგი დროა იდეების მოფიქრებისთვის და რაიმეს გაცნობიერებისთვის, რადგან აზროვნება მახვილდება და ლოგიკა ძლიერდება. ადამიანი ზუსტად ხვდება რა თქვას, როდის და როგორ. ამ დროს გამოხატულია სწავლის და წერის უნარი. ძლიერდება ინტელექტიც.
ცნობიერება, რომელიც მანამდე იყო „დაბნელებული“, ნათდება, ბრწყინდება და ადამიანები იოლად პოულობენ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხებს. ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემის უნარი ძლიერდება და ურთიერთობები ეფექტიანად ვითარდება.
ეს კარგი დროა არა მხოლოდ საკუთარი პოზიციების გამოხატვისთვის, არამედ იმის მოფიქრებისთვის (მიხვედრისთვის), თუ რა უნდა თვითონ ამ ადამიანს.
ასე რომ, რეკომენდებულია ეს პერიოდი მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენოთ.
ეს არის პერიოდი, როდესაც შეიძლება შეიცვალოს ცნობიერება და აქედან გამომდინარე ცხოვრებაც.” – წერს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები