მერის მოადგილე ნაგვის ბუნკერში ჩააგდეს (ვიდეო)

ხარკოვის საქალაქო საბჭოს ეზოში, აქტივისტებმა ხარკოვის მერის მოადგილე ნაგვის ბუნკერში ჩააგდეს. მათ ანდრეი რუდენკოს ხელ-ფეხი დაუჭირეს და ისე ჩააბრძანეს სანაგვეში. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება და შესაბამის ვიდეოსაც ავრცელებს.
მაშინ, როდესაც ჩინოვნიკი საქალაქო საბჭოს ეზოში გავიდა, ის რამდენიმე მამაკაცმა ნაგვის ბუნკერში ჩააგდო და შემდეგ ეზოდან გზაზე გააგორა.
მანამდე კი ხარკოვის საქალაქო საბჭოში შევიდნენ „ულტრასები“, ეროვნული დრუჟინების წარმომადგენლები და „ატო“-ს ვეტერანები. პირველ და მეორე სართულებზე მათ „ფაიერები“ აანთეს. ასევე, მოხდა შეტაკებები მუნიციპალური დაცვისა და „ულტრასებს“ შორის, რა დროსაც ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.
მომხდარი ინციდენტების ფაქტზე, პოლიცია გამოძიებას აწარმოებს. შეტაკებების დროს არავინ დაშავებულა.

კომენტარები

სხვა სიახლეები