51 წლის ასაკში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით უჯმაჯურიძე გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პირად “ფეისბუქზე” ჟურნალისტიმა ინგა გრიგოლიამ სტატუსი დაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“იმ დღეს ვნახე, დიდი ხანი არ მყავდა ნანახი. ჯაკოს სახელის მინიჭება უნდათ მის მეზობლებს ქუჩისთვის, სადაც ლევანი ცხოვრობდა და გიორგი ტყემელაძესთან ვსაუბრობდით ამ თემაზე, ჯაკოზე მელაპარაკა, როგორ მეტკინა გულიო და დღეს გავიგე რომ ეს უკარგესი ბიჭიც წავიდა ამ ქვეყნიდან. ძალიან კარგი ბიჭი. რა სისულელეებზე ვხარჯავთ ემოციებს, ნერვებს და დროს, ღმერთო!!! მერამდენე კარგი კაცი წავიდა”, – წერს გრიგოლია.