მერაია ქერი ხშირად საკმაოდ თამამ ტანისამოსს იცმევს. გუშინაც მომღერალი კონცერტისთვის საგულდაგულოდ მოემზადა და გამორჩეულად გამოიყურებოდა: მას შავი მოკლე კაბა ღრმა დეკოლტეთი ეცვა. როდესაც 46 წლის მერაია პარიზის ერთ-ერთი სასტუმროდან გადიოდა, დეკოლტედან მკერდი გამოუჩნდა. პაპარაცებმა ეს მომენტი მაშინვე დააფიქსირეს.სურათზე ჩანს, რომ მკერდზე მას სილიკონის მისაწებებელი აქვს დამაგრებული.