ამერიკელმა მომღერალმა მერაია ქერიმ საკუთარი ფეხები და ხმა დააზღვია. საკუთარი ღირშესანიშნაობები ქერიმ ჯამში 70 მილიონ დოლარად შეაფასა (35 მილიონი – ფეხები, 35 ვილიონი – ხმა). ამჟამად მომღერალი მსოფლიო ტურნეში The Sweet Sweet Fantasy იმყოფება. სავარაუდოდ, საკუთარი ხმების და სხეულის ნაწილების დაზღვევას ვარსკვლავები ჯანმრთელობის გაუარესებისას ტურის ჩაშლის შედეგად დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით აფორმებენ.