მომღერალ მერაბ სეფაშვილის მეუღლე ნინო ჯურხაძე ხუთი დღის წინ კლინიკაში იშემიური ინსულტით მოათავსეს.
ეს ინფორმაცია მომღერლის მეგობარმა და პროდიუსერმა, გია გოგორიშვილმა დაადასტურა:
„ზუსტად ვერ გეტყვით, როგორც მე ვიცი, იშემიური ინსულტი აქვს, სისხლის ჩაქცევა არ აქვს. გაუარესება რომ არ შეინიშნება, ექიმები თვლიან, რომ ნინო სტაბილურად არის“ – განაცხადა გია გოგორიშვილმა.
წყარო “პრაიმტაიმი”