“მეორეკლასელებმა მასწავლებელი ჩათიდან გააგდეს” – ონლაინსწავლება ქართულად

უკვე რამდენიმე დღეა, ქვეყანაში სკოლები უნივერსიტეტები კერძო და სახელმწიფო სამსახურების ნაწილიც კი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. მიზეზი კი დაავადებათა კონტროლის რეკომენდაცია გახლავთ, რათა თავიდან ავირიდოთ კორონავირუსის გავრცელება.
ბოლო რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ ონლაინსწავლებაზე გადასული ბავშვების კურიოზების შესახებ. გთავაზობთ ერთ-ერთი მსგავს ამბავს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა:
“ჩემს მეორეკლასელ დას დაეწყო დღეს ონლაინსწავლება))
ჯერ ეს პროგრამა ისეთი ტანჯვაა, ძლივს რეკავენ და ძლივს ვურეკავთ. მერე ნუ ძლივს დაიწყო პროცესი.
2 საათის მერე ისმის ყვირილი, სიმღერა, მხიარულება და ა.შ))
გეგონება, შესვენებაზეც “ლაივში” გავიდნენ. მაგრამ არა)))
მასწავლებელი გაუგდიათ ჩათიდან”, -წერს მეორეკლასელი გოგონას და.

კომენტარები

სხვა სიახლეები